საგანგებო რეჟიმში გრძელდება შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები. ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება.
სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების ბალანსზე არსებული ტექნიკა, ადამიანური რესურსი.
ასევე, იწმინდება უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 30-მდე ოჯახი.
შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
მერის განცხადებით, საფრთხის შემცველი მეწყრული კერებიდან გაყვანილია ოჯახები და ამ ეტაპზე არც ერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება. ტექნიკა მუშაობს ყველა მიმართულებით, მუნიციპალიტეტში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემები მინიმალურ დროში აღმოიფხვრას.
შუახევში, დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა
შუახევში, ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები
შუახევში, სტიქიის შედეგად დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს